“უდინეზეს” ბერძენი ნახევარმცველი პანაიოტის კონე 3 მატჩით დისკვალიფიცირებულია. ამის მიზეზი “ემპოლისთან” გამართულ მატჩში მისი უხეშობაა.
სერია A-ს გასული ტურის შეხვედრაში, კონემ მეტოქე ფეხბურთელის, მირკო ვალდიფიორის წინააღმდეგ იუხეშა და არბიტრისგან მე-2 ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 27 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება უხეშად გააპროტესტა.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონემ წითელი ბარათისთვის ერთმატჩიანი, ხოლო პროტესტის გამოხატვისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.