ესპანური გამოცემა “ასის” ინფორმაციით, ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო შესაძლოა ესპანურ “სევილიაში” გადაბარგდეს. “სევილიელ დალაქებს” 19 წლის ფეხბურთელის დამატება სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით სურთ. იმავე გამოცემის ცნობით, ტრანსფერის განხორცილებას მცირე დეტალებიღა აკლია.
ადრიენ რაბიო მიმდინარე სეზონში პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. მან ლიგა 1-ში სულ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.