ფეხბურთი

18:56 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ “ატლეტიკოსთან” ითამაშებს

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ პრიმერა დივიზიონის მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს და მოედანს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდება.

ლა ლიგის გასულ ტურში, “კორდობასთან” გამართული მატჩის მიწურულს, “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მეტოქე ფეხბურთელს სახეში ხელი ჩაარტყა და წითელი ბარათიც მიიღო. დღეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს კრება ჰქონდა, რომელზეც გადაწყდა, რომ პორტუგალიელის ქმედება ორმატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს. ეს ნიშნავს, რომ რონალდუ “სოსიედადთან” და “სევილიასთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ მატჩებს გამოტოვებს და 7 თებერვალს, “ვისენტე კალდერონზე”, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111527