ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ფლორიდულ სანრაისში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ერთეულთა კვალად, წყვილთა თანრიგშიც პირველი გამარჯვება იზეიმა.
შაფათავას და ბრიტანელი ემილი უებლი-სმიტის მე-4 ნომრად განთესილი დუეტი “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელებს (დაბინსი-რიცოლი) დაუპირისპირდა და 4:6, 6:2, 10:5 დაამარცხა.
მეოთხედფინალში სოფო და ემილი კოლუმბიელ ლიზარაზოს და ბერძენ საკარის გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ ერთეულებში შაფათავა მერვედფინალშია გასული, სადაც ამერიკელ მარია სანჩესთან დაპირისპირება ელის. ამ უკანასკნელმა მე-3 განთესვის მქონე გერმანელი დინა პფიცენმაიერი 2:6, 7:6 (7:3), 7:5 დაამარცხა.