ჩოგბურთი

12:32 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსების არშემდგარი ნახევარფინალი

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ნახევარფინალში უილიამსების დუელი არ შედგება. რეიტინგსიის ლიდერმა სერენამ 25 წლის სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა 6:2, 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, მისმა უფროსმა დედმამიშვილმა ვინუსმა კი 19 წლის თანამემამულე მედისონ კიზთან 6:3, 4:6, 6:4 წააგო. ნახევარფინალში 33 წლის სერენა დის მძლეველ კიზს შეხვდება.

33 წლის სერენამ კლასიფიკაციაში მეათე ადგილზე მყოფი დასავლეთსლავის დამარცხებას საათი მოანდომა და ციბულკოვასთან პირადი მატჩების ანგარიში კვლავინდებურად “მშრალი” აქვს – 5:0. დღეს სერენამ 4 ბრეიკი და 15 ეისი შეასრულა.

34 წლის ვინუსს რაც შეეხება, მან 15 წლით უმცროს კიზთან სამსეტიანი მატჩით წააგო. მედისონმა კარიერაში პირველად შეძლო უილიამს-უფროსის დამარცხება და ურთიერთშეხვედრათა ბალანსი აღადგინა – 1:1.

სერენა უილიამსმა მომავალ ნახევარფინალთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, მედისონის წარმატება მახარებს, კარგია ფინალში აფროამერიკელი რომ ითამაშებს და ამ ფაქტის გამო ვინუსს მეოთხედფინალში წაგებით გული ნაკლებად წყდებაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113638