ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლაზე “მაიამი ჰიტი” 109:102 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ბაქსმა” 27:20 მოიგო.
ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 21 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა. “მილუოკის” ცენტრმა 2 პერონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
“მილუოკმა” გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა, 7 კალათბურთელს ჰქონდა 10 ან მეტი ქულა ჩაგდებული. მათ შორის საუკეთესოები მიდელტონი და ნაითი გახლდნენ 17-17 ქულით. მატჩის საუკეთესო მექულე 26 ქულით “მაიამის” ცენტრი კრის ბოში იყო, ხოლო მაიამელთა კიდევ ერთმა ცენტრმა ვაითსაიდმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 16 მოხსნა.
“მილუოკი ბაქსი” 23 მოგებით და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს.