ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ფლორიდულ სანრაისში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.
შაფათავამ ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადად მაიას 6:4, 6:1 სძლია და მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ დინა პფიცენმაიერს (გერმანია) და ამერიკელ მარია სანჩესს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე პირველ ნომრად აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ტატიშვილია განთესილი, რომელიც საწყის რაუნდში ესპანელ ბეატრიზ გარსია-ვიდაგანის გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და ბრიტანელი ემილი უებლი-სმიტი მე-4 ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელებს – დაბინს და რიცოლოს ეთამაშებიან.