27 წლის შოტლანდიელი ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში კორტის მასპინძელი ნიკ კირგიოსის დამაჯერებელი ძლევის შემდეგ გავიდა - 6:3, 7:6, 6:3. ბრიტანელის მომდევნო მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხია.
მარეის რეიტინგსიის 53-ე ნომერი კირგიოსის დასამარცხებლად 3 სეტი და 2 საათი ეყო. ენდიმ 3 ბრეიკი და 13 ეისი შეასრულა, ავსტრალიელთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 2:0 გახადა.
შეგახსენებთ, მარეის სამჯერ (2010, 2011, 2013) ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში უთამაშია.