ფეხბურთი

13:01 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუზი კრკიჩის ტრავმამ შეაწუხა

“სტოკ სიტის” ინგლისის თასზე “როჩდეილის” 4:1 დამარცხება შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს. ესპანელმა ფორვარდმა ბოიან კრკიჩმა, რომელმა დებიუტში ანგარიში გახსნა, ჯერ კიდევ შესვენებამდე მუხლი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქმნა.

ნამატჩევს პრემიერლიგის კლუბის მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი 24 წლის ფეხბურთელის ტრავმით შეწუხებული ჩანდა.

“ძალიან შეწუხებულები ვართ. ამ ეტაპზე დაზიანების სიმძიმის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. უახლოეს საათებში მას აუცილებლად ჩაუტარდება სამედიცინო გამოკვლევა და კითხვაზე პასუხსაც მივიღებთ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მას დავკარგავთ”, - განუცხადა 51 წლის უელსელმა სპეციალისტმა Sky Sports-ს.

ბოიანი “სტოკ სიტიში” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე 5 გოლი გატანა მოასწრო.

0.12262