იტალიურ “მილანს” ახალგაზრდა თავდამსხმელი სეტაფან ელ შაარავი გამოაკლდა. ფეხბურთელმა “ლაციოსთან” (1:3) ბოლო ტურის მატჩში ტრავმა მიიღო და ამის გამო მოედანზე გასვლას მინიმუმ 6 კვირა ვერ შეძლებს.
ფეხბურთელს გამოკვლევა ამსტერდამში ჰოლანდიელმა პროფესორმა ნიკ ვან დიკმა ჩაუატარა.
სტეფან ელ შაარავიმ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეები მხოლოდ ერთხელ დაამწუხრა.