ფეხბურთი

18:15 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში: "ბაკასთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია"

"სევილიას" კოლუმბიელი თავდამსხმელი კარლოს ბაკა "ვალენსიასთან" წაგებული შეხვედრის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და განაცხადა, რომ მეორე პენალტის დარტყმისას, "ღამურების" მეკარემ დიეგო ალვეშმა შეურაცხყოფა მიაყენა მას.

გუშინდელ შეხვედრაში კარლოს ბაკამ ორი პენალტი დაურტყა ალვეშს. პირველი გოლით დასრულდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ბრაზილიელმა კიპერმა იმარჯვა.

"ალვეში შესანიშნავი მეკარეა, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში კარგად არ მოიქცა. მან მეორე პენალტის დარტყმისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და კოლუმბიელები მოგვიხსენია ცუდად", - განაცხადა "სევილიას" საუკეთესო მეგოლემ.

მოგვიანებით ბაკას ბრალდებას დიეგო ალვეში გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი უარყო.

"მე მაქვს ინტუიცია პენალტებზე და საბედნიეროდ მეორე ბურთის მოგერიება შევძელი, რითაც გუნდს დავეხმარე.

მოედანზე შეიძლება ბევრი რამ ითქვას, თუმცა მეტოქეს ყოველთვის პატივს ვცემ.

ბაკამ ასეთი რამ მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ პენალტი ვერ გამოიყენა. რაც მოედანზე ხდება, იქვე უნდა დარჩეს. ჩემი სინდისი სუფთაა", - აღნიშნა ბრაზილიელმა კიპერმა, რომელმაც გუშინ მე-15 პენალტი მოიგერია ლა ლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113954