ფეხბურთი

16:56 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა” “პოგბა ყველაზე ძვირი ღირს”

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ ინგლისურ გამოცემა “დეილი მეილს” განუცხადა, რომ მისი კლიენტი დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ფასობს.

“პოგბა ძალიან ძვირი ღირს, ყველაზე მეტი დღევანდელ ფეხბურთელებს შორის. მიხარია, რომ მე მისი აგნეტი ვარ. ალეგრიმ სწორედ განაცხადა, რომ პოგბა 100 მილიონზე ნაკლებად არ ფასობს.

სეზონის ბოლომდე პოლი დანამდვილებით ტურინში დარჩება. თუ რა მოხდება შემდეგ, ეს არ ვიცი, რადგან მომავლის განჭვრეტა არ შემიძლია”, - განაცხადა რაიოლამ.

მიმდინარე სეზონში პოგბას იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.

0.110242