კვირას, ბელგიის “იუპერ ლიგაში” ცენტრალური მატჩი გაიმართა ლიეჟის “სტანდარტსა” და ბრიუსელის “ანდერლეხტს” შორის, რომელიც მასპინძლებმა ანგარიშით – 2:0 მოიგეს.
თამაშის დაწყებამდე “სტანდარტის” გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე დიდი ბანერი გამოფინეს, წარწერით – “წითელი ან სიკვდილი”.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონის წინ “ანდერლეხტის" მაისური ნახევარმცველმა სტივენ დეფურმა მოირგო, რომელიც 2006-2012 წლებში “სტანდარტის” ღირსებას იცავდა. გულშემატკივრებმა დეფურს "ღალატი" ვერ აპატიეს და სწორედ ამიტომ გამოფინეს ასეთი სახის ბანერი, რომელზეც დეფურიც იყო გამოსახული.
აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთზე სტივენ დეფურს შეხვედრის არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი ნაადრევად დაატოვებინა.