ფეხბურთი

15:22 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რენე ფერეირა “დინამოს” შეკრებაზე გაჰყვა

ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე “ზესტაფონში” გაატარა, თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა.

“დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრნენ:

მეკარეები: ლიბორ ჰრდლიჩკა, ნიკა დაუშვილი, გიორგი კულუა;

მინდვრის მოთამაშეები: ვაჟა ტაბატაძე, ოთარ კაკაბაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი, რენე ფერეირა, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბექა მიქელთაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ჩირგაძე, ჯაბა უგულავა, ოთარ კიტეიშვილი, სტეფან ბუკორაცი, გუგა, ზურაბ ჯაფიაშვილი.

“დინამო” შეკრებაზე ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 28 იანვარს ავსტრიის გრაცის “შტურმთან”, 30 იანვარს უკრაინის პოლტავის “ვორსკლასთან”, 3 თებერვალს ჩეხეთის პრაღის “სპარტასთან”, 6 თებერვალს სლოვენიის “დომჟალესთან” და 9 თებერვალს უკრაინის მარიუპოლის “ილიჩევეცთან”.

0.061766