ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ცენტრალური შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კლუბები დაუპირისპირდნენ. “ვალენსიამ” მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და დამაჯერებლად დაამარცხა უშუალო კონკურენტი “სევილია”.
“ღამურებმა” საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და როდრიგოს პირველივე წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ ნეგრედოს ჩაკიდებულ ბურთს ვერ მისწვდა, რასაც მორენო მეტოქის მიერ წესების დარღვევას აბრალებდა და პენალტს ითხოვდა, თუმცა ხაიმე ლატრემ ეპიზოდი გაატარა. სამაგიეროდ, ფიგეირაშის მიერ ნეგრედოს წაქცევის გამო 35 წლის არბიტრმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. 11-მეტრიანი დანიელ პარეხომ შეასრულა ზუსტად და ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე “ღამურებმა” მშვენიერი კომბინაცია შეასრულეს და ენცო პერესის გადაცემის შემდეგ პარეხომ დუბლი შეასრულა. 36-ე წუთზე ხაიმე ლატრემ საკამათო ვითარებაში უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნა პენალტი, რომელიც კარლოს ბაკამ აქცია გოლად. ხუთ წუთში ლატრემ პირველ ნახევარში მესამე პენალტი დანიშნა, ამჯერადაც “ვალენსიას” კარისკენ. ბურთთან კვლავ ბაკა მივიდა, მაგრამ პენალტების დიდოსტატ დიეგო ალვეშს ვეღარ აჯობა. “სევილიამ” ანგარიშის გათანაბრების დიდებული შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო მასპინძლებმა დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს.
მეორე ტაიმში “ვალენსია” კიდევ უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა, რაც მალევე გატანილ გოლში აისახა. 56-ე წუთზე როდრიგომ მარცხენა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ხავი ფუეგოს დაუგორა ბურთი, რომელმაც ზუსტი დარტყმით მესამედ დაამწუხრა ბეტო. დარჩენილ დროში ორივე კლუბს ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი და ახლოს იყვნენ, რომ ანგარიში შეეცვალათ, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. “ვალენსიამ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, მე-4 ადგილი დაიბრუნა და “სევილიას” 2 ქულით გადაასწრო.
ბოლო 4 დღეში ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ “ბილბაო” და “მალაგა”, რომლებმაც ორივეჯერ ფრედ ითამაშეს. “ლა როსალედაზე” გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, “სან მამესზე” გოლები გავიდა. 70-ე წუთზე ანგარიში მიკელ სან ხოსემ გახსნა, ხოლო 8 წუთში სტუმართა ახალწვეულმა გერამ ახალ კლუბში პირველად გაიტანა – 1:1.
მშვენიერ ფორმაში შევიდა “ესპანიოლი”, რომელმაც “ალმერიასთან” საშინაო შეხვედრაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა (იგულისხმება ლა ლიგა და კოპა დელ რეი). პირველ ნახევარში კრისტიან სტუანიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფელიპე კაისედომ გაიტანა. ეკვადორელი ფორვარდი მშვენიერ ფორმაშია და ბოლო 4 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
დღის ადრეული შეხვედრა “რიასორზე” გაიმართა, სადაც “დეპორტივომ” “გრანადა” მიიღო და ოთხგოლა ფრე ეთამაშა.
დეპორტივო – გრანადა 2:2 (2:1)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ხუანფრანი, ლუისინიო, ხ.დომინგესი, ბერგენტინოსი, ლ.პერესი (ფარინა 57), ხ.როდრიგესი (ლაურე 73), კავალეირო, რიერა (ტოჩე 65).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
გრანადა (4-2-3-1): ოლაზაბალი, მაინცი, ბაბინი, ინსუა, ფოლქიერი, ფ.რიკო, იტურა, პიტი (როჩინა 66), ბანგურა (ხ.კარლოსი 63), იბანესი, ელ არაბი (კორდობა 74).
მწვრთნელი: აბელ რესინო
გოლები: 0:1 პიტი (7), 1:1 ხ.როდრიგესი (34), 2:1 ლ.პერესი (38), 2:2 იბანესი (83).
გაფრთხილებები: ხ.როდრიგესი, ხ.დომინგესი, ლ.პერესი – ხ.კარლოსი, ფ.რიკო, კორდობა
გაძევება: ფარინა 87.
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13(7)-5(2), ჯარიმა: 18-15, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 3-4, სეივი: 0-5
ბილბაო – მალაგა 1:1 (0:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, ირაოლა (უ.ლოპესი 65), მ.რიკო (ბენიატი 84), სან ხოსე, იბაი (ვიგუერა 65), დე მარკოსი, სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ანხელერი, ველიგტონი, მ.ტორესი, არტუნეში, კამაჩო, დარდერი, ლ.ალბერტო (ამრაბატი 72), ჰორტა (დუდა 87), კასტილიეხო (ხუანმი 61), გერა.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლები: 1:0 სან ხოსე (70), 1:1 გერა (78).
გაფრთხილებები: კამაჩო
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 11(5)-8(3), ჯარიმა: 16-17, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-4
ესპანიოლი – ალმერია 3:0 (2:0)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, ხ.ლოპესი, ფუენტესი, ა.გონსალესი (ვ.სანჩესი 62), კანიასი, სევილია (ალექსი 80), ლუკასი, სტუანი (კაისედო 70), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, ველეზი, ხ.ნავარო, მიჩელი, ტეიე (ფ.სორიანო 46), ვერზა, მენდეში (ესპინოსა 79), ვ.სილვა (რომერა 73), კორონა, ჰემედი.
მწვრთნელი: იგნასიო მარტინესი
გოლები: 1:0;2:0 სტუანი (37;40), 3:0 კაისედო (74).
გაფრთხილებები: ა.გონსალესი, კანიასი – ტეიე
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 18(9)-9(1), ჯარიმა: 16-12, კუთხური: 9-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-6
ვალენსია – სევილია 3:1 (2:1)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-3-1-2): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, გაია, კანსელო, ფუეგო, ა.გომეში (ორბანი 80), პარეხო, ე.პერესი, როდრიგო (დე პაული 89), ნეგრედო (ალკასერი 84).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, პარეხა (ასპასი 80), კოკე, ფიგეირაში, კროშივიაკი, იბორა, ბანეგა, ვიტოლო (დ.სუარესი 65), დეულოფეუ, ბაკა (გამეირო 71).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0;2:0 პარეხო (18 პენ;32), 2:1 ბაკა (36 პენ.), 3:1 ხავი ფუეგო (56).
გაფრთხილებები: ე.პერესი, ფუეგო, პარეხო, კანსელო, გაია, ოტამენდი – ფიგეირაში, ბანეგა, ვიტოლო, კრიშოვიაკი, იბორა
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 13(8)-10(6), ჯარიმა: 23-15, კუთხური: 3-7, თამაშგარე: 0-0, სეივი: 5-5
41-ე წუთზე ბაკამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 21. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 14. კარლოს ბაკა (“სევილია”) -12.