თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატში სახელოვანი გამარჯვება იზეიმა. ბასკებმა სახელოვან “ბარსელონას” უმასპინძლეს და უხვქულიან მატჩში 103:94 მოიგეს.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27:27 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 10-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინაღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.
მასპინძლებს 19 ქულით ლატვიელმა დავის ბერტანსმა ულიდერა. მან 5-ვე სამქულიანი ჩააგდო. კატალონიელთაგან 17-17 ქულა ალექს აბრინესმა და ტომაშ სატორანსკიმ მოაგროვეს.
“ლაბორალ კუჩამ” 9 მოგება და 9 მარცხი მოაგროვეს და მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 თებერვალს, მალაგაში “უნიკახასთან” ჩაატარებს.