“კორდობას” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ბებემ კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე თავისი აზრი გამოთქვა.
“რონალდუმ უკვე ბოდიში მოიხადა. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ. ვიცი პორტუგალიელი “მანჩესტერში” რასაც წარმოადგენდა. ის კარგი მეგობარი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. რთულ მატჩებში ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს”- ბებეს სიტყვებს Inside Spanish Football-ი ციტირებს.
პრიმერადივიზიონი მე-20 ტურის მატჩში “კორდობა” შინ “რეალთან” 1:2 დამარცხდა. მატჩის 82 წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, “სამეფო კლუბის” შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ “კორობას” მცველს ედიმარ ფრაგას განზრახ ჩაარტყა და მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა.