დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს კოლეჯების საკალათბურთო ჩემპიონატში 6 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა და “ვესთ ქოუსთის” დივიზიონში მე-7 ადგილზე იმყოფება.
სან დიეგოელებმა ბრიგჰემის უნივერსიტეტის გუნდი 77:74 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
დუდამ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
29 იანვარს “ტორეროსი” “სანტა კლარას” უმასპინძლებს.