“მანჩესტერ იუნაიტედი” კიევის “დინამოს” მცველით ალექსანდრ დრაგოვიჩით დაინტერესდა. Guardian-ის ცნობით, “წითელი ეშმაკუნები” მზად არიან 23 წლის კიევის “დინამოს” ავსტრიელ მცველში 13 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
დრაგოვიჩმა “დინამოსთან” 2013 წელს 5-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. წყაროს ცნობით, რამდენიმე იტალიური კლუბი ავსტრიელის შეძენით ასევე იყვნენ დაინტერებულები, მაგრამ როგორც კიევის “დინამოს” პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა, დრაგოვიჩი არ იყიდება.