ფეხბურთი

6:19 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “ელჩეს” ერჩის

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე წრემ “ნუევო არკანხელზე” აიღო სტარტი, სადაც ადგილობრივმა “კორდობამ” გათამაშების ლიდერი მადრიდის “რეალი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძელთათვის შესანიშნავად დაიწყო და სერხიო რამოსის მიერ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო ალეხანდრო ერნანდესმა მე-2 წუთზე პენალტი დანიშნა, რომელიც ნაბილ გილასმა გოლად აქცია. ანგარიში 27-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაათანაბრა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაუტანა კარლოსს.

მეორე ნახევარი მოულოდნელად ანდალუსიელთა შეტევებით დაიწყო და ფედერიკო კარტაბიას, ბებესა და ანდრონეს ძალიან კარგი მომენტები შეექმნათ. განსაკუთრებით კარგი შანსი ამ უკანასკნელს ჰქონდა, რომლის დარტყმულიც ხარიხამ მოიგერია. “რეალს” თამაში არ მისდიოდა და 82-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუს ნერვებმა უმტყუნა, რომელმაც მეტოქეს განზრახ ჩაარტყა და მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. პორტუგალიელს რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ასცდება. შეხვედრას ისეთი პირი უჩანდა, რომ “ბლანკოსი” მიმდინარე ლა ლიგაში პირველ ფრეს ითამაშებდა, თუმცა ასე არ მოხდა. 87-ე წუთზე გარეტ ბეილმა მის მიერ მოპოვებული საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელიც ფედერიკო კარტაბიას მოხვდა ხელზე და მსაჯმა მეორე პენალტი დანიშნა, ხოლო კარტაბიას მეორე ყვითელი უჩვენა და რიცხობრივი წონასწრობაც აღდგა. 11-მეტრიანი გარეტ ბეილმა ზუსტად შეასრულა და მისმა გუნდმა მძიმე გამარჯვება მოიპოვა - 1:2.

სამაგიეროდ, იოლი გასეირნება გამოუვიდა “ბარსელონას”, რომელიც “მარტინეს ვალეროზე” ჩავიდა “ელჩესთან” სათამაშოდ. მიმდინარე სეზონში კატალონიელებმა ძალიან დაიბრიყვეს სუსტი მეტოქე და ოთხ ჩატარებულ შეხვედრაში 18 უპასუხო გოლი გაუტანეს. გუშინ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი შედარებით დაძაბული გამოდგა და “ბარსელონამ” პიკეს გოლით მინიმალურად იმარჯვა.

55-ე წუთზე ლიონელ მესიმ პენალტიდან მეორე ბურთი გაიტანა, ხოლო ორ წუთში ფაჟრის გაძევების გამო მასპინძლები 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ, რითაც “ბარსელონამ” ისარგებლა და მეტოქე გაანადგურა. 69-ე და 71-ე წუთებზე ნეიმარმა დუბლი შეასრულა, 88-ე წუთზე მას მესიმ მიბაძა, ხოლო 93-ე წუთზე პედრომ მასპინძელთა წვალება დაასრულა - 0:6.

მადრიდის “ატლეტიკომ” შინ თანაქალაქელი “რაიო ვალეკანო” მიიღო და მისი დამარცხება არ გასჭირვებია. შეხვედრის დებიუტში ანტუან გრიზმანმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ტრაშორასმა 35-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრას ინტრიგა შეუნარჩუნა. შეხვედრის ბედი 56-ე წუთზე გადაწყდა, მანუჩომ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა – 3:1.

“ვილიარეალმა” დეკემბრის საუკეთესო მოთამაშის ლუსიანო ვიეტოს გოლით მოუგო “ლევანტეს”, ხოლო “სოსიედადმა” როგორც იქნა არაგრანდი მეტოქის დამარცხება მოახერხა. ბასკებმა “ეიბართან” გამართულ საშინაო შეხვედრაში პრიეტოს გოლით იმარჯვეს. “ჩური ურდინმა” მეხუთე თამაში მოიგო მიმდინარე სეზონში და აქედან სამჯერ წამყვანი სამი გუნდის დამარცხება მოახერხა.

კორდობა – რეალი 1:2 (1:1)


კორდობა, “ნუევო არკანხელი”

კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კრესპო, პანტიჩი, გუნინიო, ედიმარი, დეივიდი, ფ.როსი, გილასი, კარტაბია, ბებე, ანდრონე (ვიკო 80).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

რეალი (4-3-3): კასილასი, ვარანე, რამოსი, კარვახალი, მარსელო (კოენტრაო 72), ხედირა (ილარამენდი 64), კროოსი, ხამეს როდრიგესი (ხესე როდრიგესი 80), ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 გილასი (3 პენ.), 1:1 ბენზემა (27), 1:2 ბეილი (89 პენ.)
გაფრთხილებები: ფ.როსი, კარტაბია – რამოსი, ხედირა, კარვახალი
გაძევებები: რონალდუ (82), კარტაბია (87).
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 16(4)-13(4), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 3-9, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-3

ელჩე – ბარსელონა 0:6 (0:1)

ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, პელეგრინი, როკო, სისმა (ალბაკარი 61), დ.სუარესი, ა.გონსალესი (ლომბანი 70), პასალიჩი, ვ.როდრიგესი, ა.ნიგუეზი (კორო 82), ფაჟრი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ბარტრა, პიკე, მონტოია, ალბა (ბუსკეტსი 70), მასკერანო (ადრიანო 70), ხავი (რობერტო 72), რაფინია, პედრო, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 პიკე (35), 0:2;0:5 მესი (55 პენ;88), 0:3;0:4 ნეიმარი (69;71), 0:6 პედრო (93).
გაფრთხილებები: სისმა, ა.ნიგუეზი, პელეგრინი, ჯონათასი, ფაჟრი, ლომბანი – მასკერანო, ალბა
გაძევება: ფაჟრი 57.
მსაჯი: კლოს გომესი

ბურთის ფლობა: 28%-72%, დარტყმა: 6(3)-12(8), ჯარიმა: 18-12, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-3

ატლეტიკო – რაიო ვალეკანო 3:1 (2:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-3-3): მოია, ხ.ხიმენესი, მირანდა, სიკეირა, ხუანფრანი, მ.სუარესი, გაბი, ტიაგო, გრიზმანი, თურანი (რ.გარსია 80), მანძუკიჩი (ფ.ტორესი 70.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რაიო ვალეკანო (3-4-3): ტონიო, ბა, მორსილიო, ზე კასტრო, ბაენა, ტრაშორასი, ფატუ (ბუენო 72), ხოზებედი (პოზუელო 57), კაკუტა (ა.მორენო 83), აკინო, მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0;2:0 გრიზმანი (12;22), 2:1 ტრაშორასი (35), 3:1 მანუჩო (56 ს.კ.).
გაფრთხილებები: გაბი – ბაენა
მსაჯი: ბიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 12(5)-10(3), ჯარიმა: 15-12, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2

ვილიარეალი – ლევანტე 1:0 (0:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხიო, რუისი, მუსაჩიო, ხ.კოსტა, გასპარი, ბ.სორიანო, ტრიგეირასი (რუკავინა 69), ჯონათან დოს სანტოსი, მ.გომესი, უჩე (ჯოვანი დოს სანტოსი 64), ვიეტო (გ.მორენო 82).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ლევანტე (4-2-3-1): მარინიო, ელ ადუა, ვინტრა, ივანი, მორალესი (კარაბელასი 46), სისოკო (ხუმეტრა 80), კამარასა, ივანშიცი (ელ ჟარი 71), კასადედუსი, რ.გარსია, ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლი: ვიეტო 56.
გაფრთხილებები: ვინტრა, ელ ჟარი, კამარასა
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 15(4)-11(1), ჯარიმა: 12-8, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-3

სოსიედადი – ეიბარი 1:0 (0:0)


სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ბერჩიჩი, ელუსტონდო, გრანერო (გორკა 79), პარდო, პრიეტო, კანალესი (ჰერვასი 91), ველა (ჩ.კასტრო 86), აგირეჩე.
მწვრთელი: დევიდ მოიესი

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ანიბარო, კასტელიანო, ბოვედა, აბრაჰამი, დ.გარსია, ერასტი (ლარა 77), დელ მორალი (ნიეტო 68), არუაბარენა, კაპა (ანხელი 77), ბერხონი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლი: პრიეტო 55.
გაფრთხილებები: გრანერო, ელუსტონდო – დ.გარსია, კასტელიანო
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 19(4)-9(4), ჯარიმა: 6-17, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-3

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 21. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 14. კარლოს ბაკა (“სევილია”) -11.

თეგებილა ლიგა
0.249745