მოსკოვის ცსკა-ს სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდისიჩი, რომელმაც ევროლიგის ტოპ-16-ში მალაგას “უნიკახასთან” მატჩში 14 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, ამ მხრივ ტურნირის რეკორდსმენი გახდა.
მანამდე, საუკეთესო მეპასის ტიტული ხორვატ ზორან პლანინიჩს ეკუთვნოდა, რომელსაც თამაშში 13 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ მატჩში ცსკა-მ ესპანური გუნდი 101:74 გაანადგურა.