ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა იტალიურ მედიას საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.
პოგბას განცხადებით, ტურინში თავს კარგად გრძნობს და ეს ქალაქი ფეხბურთის სათამაშოდ იდეალური ადგილია.
“კიევოსთან” თამაშის შესახებ – “კიევო” ძალიან შეკრული გუნდია. ისინი ჩვენს წინააღმდეგ თავს ყოველთვის კარგად იცავენ და მათთან ადვილი გასეირნება არ გველის”.
“რომა” – “ჩვენ მხოლოდ “რომას” ძლევაზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ვთამაშობთ იმისთვის, რომ ყველა მეტოქე დავამარცხოთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ”.
ყველაზე ლამაზი გოლი – “ლამაზი გოლები ხშირად გამაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ საუკეთესო “ნაპოლის” კარში 2012-2013 წლების სეზონში გატანილი გოლი გახლდათ. პირველი გოლი “იუვენტუსის” მაისურით”.
ტურინი – “ტურინი წყნარი ქალაქია. აქ მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ახდენ კონცენტრირებას”
გატანილი გოლის აღნიშვნა – “ჩემი ყოველი გოლი ჩემს მეგობრებს ეძღვნება, რომლებიც საფრანგეთში არიან. ისინი არასდროს მავიწყდება”.
პოლ პოგბა “იუვენტუსში” 2012 წელს გადავიდა და დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.