ჩოგბურთი

19:55 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფა თამაშით და ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილია

რეიტინგსიის მესამე ნომერმა რაფა ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ებრაელ დუდი სელას 6:1, 6:0, 7:5 მოუგო და მეოთხედფინალში გასასვლელად სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან მოუწევს ორთაბრძოლა. სელას დამარცხების შემდეგ კი მალიორკელმა შემდეგი განაცხადა:

“როდესაც გუშინ დილით გავიღვიძე, თავი უკეთ ვიგრძენი ვიდრე დაძინებისას ვფიქრობდი. სმიჩეკთან შეხვედრისას დიდი რაოდენობის სითხე დავკარგე, ამიტომაც ოდნავი თავბრუხვევა მქონდა. სელას წინააღმდეგ სათამაშოდ კარგად მოვემზადე. კმაყოფილი ვარ საწყის 2 სეტში საკუთარი ასპარეზობით და მთლიანობაში ფიზიკური მდგომარეობით. მესამე სეტში ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს აღდგენითი პროცესის თანმდევი ამბავია. დიდხნიანი შესვენების შემდეგ დრო და დრო სათამაშო უკუსვლა ნორმალური მომენტია”.

0.136309