საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადრები მეორე წრისთვის მზადებას აქტიურ ფაზაში განაგრძობენ. ზუგდიდში “ბაიას” სამწვრთნელ ბაზაზე ერთმანეთს ამხანაგურად “ზუგდიდი” და “დინამო ბათუმი” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში გამარჯვება სტუმარ ფეხბურთელებს დარჩათ ანგარიშით – 3:1. ანგარიში თავდაპირველად ზუგდიდლებმა გახსნეს - თავი ირაკლი ქობალიამ გამოიჩინა. “დინამომ” წონასწორობა მალევე აღადგინა, გოლი აბუსელიძემ გაიტანა. ზღვისპირელებმა წინ გასვლა ანტრაქტამდე ქავთარაძის გოლის წყალობით მოახერხეს. შეხვედრას წერტილი კი მაკარიანმა ზუსტი თერთმეტმეტრიანით ბოლო წუთზე დაუსვა.
გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ითამაშეს:
“ზუგდიდი”: ბობღიაშვილი; რიგვავა, ნარმანია, აკობია, მეგრელიშვილი; კობერიძე, გუგუჩია, კუტალია, წურწუმია; ლომია, ქობალია.
შეცვლაზე შევიდნენ: ივარდავა, დ. ქირია, მაჩაიძე, პაჭკორია, თიბილიშვილი, ახალია, ფარჯიკია, ენდელაძე, ბულია, ეხვაია, კუკავა.
“დინამო ბათუმი”: მამინაშვილი; ქორიძე, გიოქთან აშკინი, მახარაძე, მაკარიანი; გოგიტიძე, თევდორაძე, ქავთარაძე, დიასამიძე; ტატანაშვილი, აბუსელიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ალავიძე, ფარტენაძე, ალიფერენკო, კაშია, აშბა, ტროფიმოვი