იტალიური ტელეარხი “მედიაზეტი” იუწყება, რომ სერია A-ს ერთ-ერთი აუტსაიდერი “პარმა” მოლაპარაკებების დაწყებას ვეტერან არგენტინელ ფორვარდ ლისანდრო ლოპესთან გეგმავს. პარმეზანულ გუნდს ალბერტო ჯილარდინოს შეძენა ჰქონდა განზრახული, მაგრამ ტრანსფერი ვერ გაჩარხა და როგორც ჩანს, “ლიონის” ყოფილ ბომბარდირზე გადაერთო.
ლისანდრო ლოპესი ამჟამად ყატარული “ალ გარაფას” ღირსებას იცავს. კარიერის საუკეთესო წლები კი მას პორტუგალიურ “პორტუსა” და ფრანგულ “ლიონში” აქვს გატარებული.