ჩოგბურთი

12:39 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია მელბურნში

ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ვერ გავა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 33 წლის შვეიცარიელი რეიტინგში 46-ე საფეხურზე მყოფ იტალიელ ანდრეას სეპისთან 4:6, 6:7, 6:4, 6:7 დამარცხდა. ბოლოს ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალამდე 2003 წელს ვერ გააღწია, როდესაც დავიდ ნალბანდიანთან წააგო.

სეპის და ფედერერის დღევანდელი პაექრობა თითქმის 3 საათს გაგრძელდა. ანდრეასმა პირველად მოახერხა როჯერის დამარცხება და 33 წლის შვეიცარიელთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 1:10 გახადა. რეიტინგსიის მეორე ნომერთან დაპირისპირებისას სეპიმ 4 ეისი და 3 ბრეიკი შეასრულა. ანდრეას სეპის მომდევნო მოწინააღმდეგეს ავსტრალიელი ნიკ კირგიოსისა და ტუნისელი მალეკ ჟაზირის მატჩი გამოავლენს.

შეგახსენებთ, მელბურნში მიმდინარე სადიდსლემო ტურნირის წლევანდელი საპრიზო ფონდი 40 მილიონი ავსტრალიური დოლარია, ფედერერს კი ეს შეჯიბრება 2004, 2006, 2007 და 2010 წლებში მოუგია.

0.122932