ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “იუტა ჯაზთან” 99:101 დამარცხდა.
მატჩის ბოლო წამზე ზაზას შეეძლო გუნდისთვის ოვერტაიმის მოპოვება. ქართველმა ბურთი მოხსნა და ერთი შეხებით კალათისკენ გადაგზავნა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა.
ფაჩულიამ პარკეტზე 30 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 10 ქულა, 10 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე) და 3 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკმა” მეტოქეს 19 ქულით მეტი ჩაუგდო.
ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში მერვე ორმაგი დუბლი შეასრულა.
ჯეისონ კიდის შეგირდები 21 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებენ.