სხვა

0:44 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

12 მერვედფინალისტი ცნობილია

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. ოთხივე მატჩის მოგება ჯერჯერობით მხოლოდ ესპანეთმა და ხორვატიამ მოახერხეს. უკვე ცნობილია 12 მერვედფინალისტის ვინაობა და 23 იანვარს პირველი ოთხი წყვილი დადგინდება.

***

არგენტინა ამერიკის ექვსგზის ჩემპიონია, მათ შორის - ბოლო სამი პირველობის გამარჯვებული. მსოფლიო ჩემპიონატებზე გუნდი რეგულარულად თამაშობს 1997 წლიდან და სამჯერ მერვედფინალშიც გავიდა. სულ ესაა, მაგრამ გუნდი მუდმივად უმატებს. დაცვაში აქტიურია, ხშირად იყენებს 5-1 და 4-2 სქემას, საკმარისია, მეტოქის რიგებში ვინმემ თავი გამოიჩინოს, უმალ პერსონალურად აიყვანენ. გარღვევაში კარგად გარბის ორივე ფრთა, ფედერიკო პისარო და ფედერიკო ფერნანდესი. უკანა ხაზში არიან ორი სიმონეტი (გამთმაშებელი სებასტიანი და მარცხენა ბეკი დეგო. მესამე სიმონეტი, პაბლო, სკამზე ზის), ასევე ცაცია, ფედერიკო ვიეირა. კარგია ორივე მეკარე, შულცი და გარსია და კიდევ არის რამდენიმე კაცი, ვინც შეტევაში ემატება გუნდს და ლიდერებს ასვენებს - ხუან პაბლო ფერნანდესი, მაგალითად. ლეონარდო კერინი და გონსალო კაროუ ცენტრალური მცველები არიან. უმეტესობა ფრანგულ ლიგაში თამაშობს, ყველაზე ძლიერ გუნდში - დიეგო სიმონეტი, მონპელიე.

გერმანია კი გადაღლილია, ან ძალებს ზოგავს. ვაინჰოლდი, რომელმაც ლამის პირადად ათრია გუნდი პირველ სამ მატჩში, ძირითადად სკამზეა. ძალების შენახვა აუცილებელია, თუ ცხრავე მატჩის თამაში გინდა. უკანა ხაზში ძირითადად დგანან კრაუსი, მიულერი, დრუქსი და შტრობელი. გრიოცკი და გენსჰაიმერიც არ იტვირთებიან მაინცდამაინც, ისინიც დაიღალნენ, საუკეთესოა პივოტი ვინჩეკი. გერმანია ლიდერობს ტაიმის უმეტესი დრო, მაგრამ ორი ფედერიკოს ორი გარღვევა და არგენტინა 14-12 იგებს. მყისვე გამოდის ვაინჰოლდი და შესვენებამდე სხვაობას ამცირებს - 13-14. პოლონეთი, ცხადია, ანადგურებს საუდელებს, D ჯგუფის პირველ მატჩში შვედეთი და ეგვიპტე თანაბრად არიან - 10-10.

გერმანია მეორე ტაიმში 2 ბურთით გადის წინ, მაგრამ 43-ე წუთზე ანგარიშია 19-19. მეკარე ლიხტლაინის თითქმის 30-მეტრიან პასს გრიოცკი უპრობლემოდ იჭერს და ეგრევე უშვებს კარში, შემდეგ შეტევაში კი შუამარბის პოზიციაზე აირბენს და 9 მეტრიდან ურტყამს - 22-19, გერმანია, დარჩა 14 წუთი.

არგენტინა ცოცხალია. დაცვის გააქტიურება, კაროუს ჩაჭრა, პისაროს გარღვევა და სხვაობა ისევ ერთი ბურთია - 21-22. კრიტიკული სიტუაცია იყო, როდესაც კრაუსი გააძევეს, ფედერიკო ფერნანდესმა კი მარცხენა კუთხიდან ვერ გაათანაბრა ანგარიში, ამას მოჰყვა საპასუხო გაძევება, გერმანელებმა გენსჰაიმერზე ჩაათამაშეს, მერე ვაინჰოლდმა გაიტანა თავისი მესამე გოლი და 5 წუთით ადრე არხენტინა 22-26 აგებს ალემანიასთან, ხოლო ალი ბინ ჰამადის არენაზე შედეთს 23-19 უგებს ეგვიპტე!

გერმანია-არგენტინა, 28-23 და გერმანელები ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებენ, რადგან ბოლო მატჩი საუდის არაბეთთან აქვთ. ეს შეღავათია, მაგრამ არც ძალიან დიდი - C ჯგუფში სუსტი გუნდი არ არსებობს. მეოთხე ადგილზე იქ ან ეგვიპტე გავა, ან - ისლანდია. ისლანდიამ დღეს ჩეხეთს თუ მოუგო, ამ ჯგუფიდან ოთხეული გარკვეული იქნება.

ჰო, შეგვიძლია მედიაცენტრში ჩავიდეთ და საფრანგეთ-ეგვიპტის დაბოლოება ვნახოთ. სამწუხაროდ, ვუსწრებთ მხოლოდ თითო შეტევას. ანგარიშია 25-25 და ასევე მთავრდება. 26-ე წუთზე ნიკლას ედბერგმა სწრაფი გარღვევიდან გაათანაბრა, მერე სასწაული სპინით წინაც გაიყვანა შვედეთი და 28-ე წუთის ბოლოში აჰმედ ელაჰმარმა დაკარგული ორიდან ერთი ქულა დაუბრუნა ეგვიპტეს.

გადავწყვიტეთ, ჯგუფური ტურნირის ბოლო ორი დღე ალი ბინ ჰამადის არენაზე გავატაროთ. ხვალ აქ ავსტრია და მაკედონია B ჯგუფის მეორე ადგილისთვის ითამაშებენ, ტუნისს მეოთხე ადგილი ექნება დასაცავი ირანთან, ხოლო ბოლო დღეს ორი დიდი თამაშია - ეგვიპტე-ისლანდია და საფრანგეთი-შვედეთი. თან, საფრანგეთი და ეგვიპტე ჯერ არ გვინახავს. არგენტინამ და რუსეთი უჩვენოდაც გაარკვევენ D ჯგუფში მეოთხე ადგილზე გამსვლელის ვინაობას. აქედან დიდი პერსპექტივა მაინც არცერთს არ ექნება - საფრანგეთს ან შვედეთს შეხვდება მერვედფინალში.

***

დანია-რუსეთი. მაყურებელი საკმაოდაა - ქვედა დონე თითქმის სავსეა. ამდენი, ყატარის თამაშებს თუ არ ჩავთვლით, ჯერ არ ყოფილა. ჩვენს წინ 4 რუსი ჟურნალისტი ზის და ერთმანეთში გადაძახილი აქვს. ხმამაღლა არჩევენ თამაშს ერთმანეთში, თან სექტორიდან სექტორში. ჩვენები პირველი ტაიმის ჩემპიონები არიანო, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს დანია უკვე ანადგურებს - 16-8. ყველაფერი ლაგდება - გერმანია პირველი იქნება, პოლონეთი და დანია მეორე ადგილზე გამსვლელს დაადგენენ, არგენტინა და რუსეთი - მეოთხე მერვედფინალისტს.

C ჯგუფში კი სიტუაცია იცვლება. ჩეხეთი, რომელსა 3 წაგება ჰქონდა და ლიდერი, ფილიპ იხა ავად ჰყავდა, 40-ე წუთზე 25-15 უგებს ჩეპიონატზე ვაილდქარდით მოხვედრილ ისლანდიას. თანაც ბოლო ტურში ჩეხეთს ტუნისთან აქვს თამაში, ისლანდიას - ეგვიპტესთან და, შეიძლება, მეოთხეზე ჩეხეთი გავიდეს. ძალიანაც კარგი, მით უფრო მეტი ფასი დაედება ეგვიპტე-ისლანდიის თამაშს. ისლანდიას მესამე ადგილზე გასვლის შანსიც ექნება და მეხუთემდე ჩამოქვეითების საშიშროებაც დაემუქრება. რუსეთი 4 ბურთამდე ამცირებს სხვაობას 21-25, ხოლო საფრანგეთი სულ 2 ბურთს უგებს ალჟირს - 24-22.

ოთხწუთნახევრით ადრე დანიას სამი გოლი დარჩა რუსეთთან, მაგრამ სიტუაციას აკონტროლებს, ბოლო ორი გოლი გამთამაშებელ რასმუს ლაუგეს გააქვს და საუკეთესოდაც სახელდება - 31-28. ფრანგები32-26 უგებენ ალჟირს. ფილიპ იხა ამბობდა, რომ ორი დღე სასტუმროს საწოლიდან არ ამდგარა და მესამე დღეს ძლივს დალასლასებდა, მაგრამ დღეს ჯანზეა - 11 გოლი, ხოლო ჩეხეთი 36-25 ამარცხებს ისლანდიას.

ლუსაილ არენაზე კი ფარელ ვილიამსის კონცერტია.

მამუკა ჩიხლაძე, Geohandball.ge,

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

22 იანვარი. C ჯგუფი

შვედეთი 25 – ეკბერგი 11/10, ოსტლუნდი 11/6, პეტერსენი 6/3 - შოსტრანდი 35%

ეგვიპტე 25 - ელაჰმარი 12/9, ელდერაა 5/5, ალი მოჰამედი 6/4 - ჰანდავი 35%

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/115ub6mdu343q1wr5pywg9dc2s/title/handball-2015-sweden-25---25-egypt

--

ისლანდია 25 -გუდიონსონი 11/5, პეტერსონი 4, პალმარსონი 7/1, სიგურდსონი 6/0

ჩეხეთი 36 - იხა 15/11, ჰრსტკა 6/6, სობოლი 7/4, ბაბაკი 1+7პ - შტოხლი 17/41-41%

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/9z8mhcjh17qb179h2oifj5mfq/title/handball-2015-iceland-25---36--czech-republic

--

ალჟირი 26 - ბერკუსი 18/11, კააბეჩე 7/6

საფრანგეთი 32 - გიგუ 7, ფერნანდესი, პორტი, მაე 4, ნარსისი 3+5 პასი - დიუმულენი 39%

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/70s7ecp92h8e1slkkr3h4sz3o/title/handball-2015-algeria-26---32-france

--

შვედეთი 7, საფრანგეთი 7, ეგვიპტე 5, ისლანდია 3 / ჩეხეთი 2, ალჟირი 0

24 იან, 20:00 ეგვიპტე-ისლანდია (2), 22:00 ალჟირი-ჩეხეთი (3), 22:00 საფრანგეთი-შვედეთი (2)

--

D ჯგუფი

პოლონეთი 32 - სიპრჟაკი 10, ბ. იურეცკი, ხრაპკოვსკი 4, ვიშნევსკი, იურკევიჩი 3 - მეკარეები 54%

საუდეთი 13 -ასლაბდულალი 4 - ალი ალსაფარი 8/23-35%

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/12ai1qw0wosgb1j5o8wkjrrqwq/title/handball-2015-poland-32---13-ksa

--

გერმანია 28 -გრიოცკი 9/7, ვინჩეკი, შტრობელი 5/5, დრუქსი, ვაინჰოლდი 3 - ლიხტლაინი 39%

არგენტინა 23 - ფ. ფერნანდესი 8/6, პისარო 9/5, ვიეირა 7/5, ს. სიმონეტი 7/3, დ. სიმონეტი 12/1

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/flf53dfcbznt1etyixvbrelmt/title/handball-2015-germany-28---23-argentina

--

რუსეთი 28 - შიშკარევი 8/8, დიბიროვი 5/5, კოვალევი 4/4 დერევენი 6/4

დანია 31 - ლაუგე 13/9, ნოდესბო 5/5, ჰანსენი 10/4, სვანი, ქრისტიანსენი 3

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/5ynglxkdlmk21dtb5w13xhd73/title/handball-2015-russia-28---31-denmark

--

გერმანია 7, დანია 6, პოლონეთი 6, არგენტინა 3 / რუსეთი 2, საუდის არაბეთი 0

24 იან, 20:00 საუდეთი-გერმანია (1), 20:00 რუსეთი-არგენტინა (3), 22:00 დანია-პოლონეთი (1)

---

A ჯგუფი

ესპანეთი 8, სლოვენია 6, ყატარი 6, ბრაზილია 2 / ბელარუსი 2, ჩილე 0

23 იან, 18:00 ბრაზილია - ჩილე (1), 18:00 ესპანეთი-სლოვენია (3) 20:00 ყატარი-ბელარუსი (1)

--

B ჯგუფი

ხორვატია 8, მაკედონია 6, ავსტრია 5, ტუნისი 3 / ბოსნია 2, ირანი 0

23 იან, 18:00 ტუნისი-ირანი (2), 20:00 მაკედონია-ავსტრია (2), 20:00 ხორვატია-ბოსნია (3)

--

(1) ლუსაილ სპორტარენა - 15 300

(2) ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა - 7 700

(3) დუჰაილ არენა, დოჰა - 5 500

--

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

0.112095