ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა აშშ-ში, კერძოდ კი დეიტონა ბიჩის 25-ათასიან ტურნირზე ერთეულთა კვალად, წყვილთა შეჯიბრში ჩაერთო და იქაც წარმატებული სტარტი აიღო.
შაფათავამ და უნგრელმა რეკა-ლუკა იანიმ კვალიფიკაციის გამარჯვებული ამერიკელები – ჩანგი და დენიელი 6:2, 6:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ბელგიურ-ჰოლანდიურ დუეტს (მერტენსი-რუსი) ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ ერთეულებში მე-5 რეიტინგის მქონე ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხ კატერინა კრამპეროვას 6:3, 6:3 სძლია და მერვედფინალში ძალებს ბრაზილიელ პაულა კრისტინა გონსალვეშთან მოსინჯავს.