უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე დონეცკის “მეტალურგმა” სინჯებზე მყოფი რამდენიმე ფეხბურთელი დაითხოვა, მაგრამ გიორგი ფანცულაია ჯერჯერობით გუნდში რჩება.
კიევში მიმდინარე მაკაროვის მემორიალზე “ოლიმპიკმა” ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ამჯერად, დონეცკელებმა მეორე ლიგის ნოვაია კახოვკას “ენერგიას” 2:1 აჯობეს. ფანცულაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე შეცვალეს. უკრაინის მოქალაქე მეკარე ზაურ მახარაძემ “ოლიმპიკის” რიგებში მე-60-ე წუთიდან ითამაშა.