ავსტრალიის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონი, რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი გათამაშების მესამე წრეში უპრობლემოდ გავიდა. 27 წლის სერბმა მეორე სტადიაზე კლასიფიკაციის 88-ე ნომერ რუს ანდრეი კუზნეცოვს მხოლოდ 5 სეტი დაუთმო - 6:0, 6:1, 6:4.
სერბულ-რუსული დაპირისპირება საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ჯოკოვიჩმა 7 ბრეიკი და 8 ეისი შეასრულა. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
“ნოლეს” მომდევნო მეტოქეს ესპანელი ფერნანდო ვერდასკოსა და იაპონელი გო სოედას მატჩი გაარკვევს.