იტალიური მედიის ინფორმაციით, რომის “ლაციოს” ინგლისური “ლივერპულის” იტალიელი ფორვარდის მარიო ბალოტელის იჯარით აყვანა სურს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია “მედიაზეტი” ავრცელებს.
“ბიანკოჩელესტე” ბალოტელის სამშობლოში დაბრუნებას სეზონის ბოლომდე შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით აპირებს. რომაული გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
მარიო ბალოტელი “ლივერპულში” სეზონის წინ გადაბარგდა, მაგრამ გაცემული ავანსები დღემდე ვერ გაამართლა.