გერმანული “დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გამოცემა “ბილდთან” საუბარში თავისი გუნდის ქომაგები დაამშვიდა. კლოპის თქმით, მარკო როისი გუნდს არ დატოვებს.
“ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი გუნდში დარჩება, მათ შორის მარკო როისიც. ეს, იმ შემთხვევაშიც მოხდება თუ გუნდი მომავალ სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.
სათამაშო კიდევ 17 შეხვედრა დაგვრჩა და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მიზნების შესასრულებლად. ამისთვის თავდაუზოგავი ვარჯიში და შრომა დაგვჭირდება”, - განაცხადა კლოპმა.
“დორტმუნდი” გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი წრის შემდეგ 15 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა.