ფეხბურთი

19:00 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდისა” და “კოლხეთის” სპარინგი ფრედ დასრულდა,

“ზუგდიდმა” “ბაიას” საწვრთნელ ბაზაზე ფოთის “კოლხეთთან” ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” პრესსამსახური იუწყება.

ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, ნარმანია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, ენდელაძე, წურწუმია, გუგუჩია, ქობალია.

შეცვლაზე შევიდნენ: ივარდავა, რიგვავა, აკობია, დ.ქირია, თიბილაშვილი, ახალაია, ფარჯიკია, ბულია (თუთბერიძე), ეხვაია, კუკავა, სამუშია.

ფოთელთა თავკაცმა ზაზა ინაშვილმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:

ძაგანია, თ.კაკულია, ლ.კაკულია, თევზაძე, ჩადუნელი, ჟიშკარიანი, ბარამიძე, გიგაური, შენგელია, ქორჩილავა, სიჭინავა

შეცვლაზე შევიდნენ: გვალია, გაბისკირია

27-ე წუთზე ანგარიში “კოლხეთის” ახალწვეულმა მერაბ გიგაურმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს ცოტნე სამუშიამ თავით გამთანაბრებელი გოლი გაიტანა.

“ზუგდიდში” გიორგი პაჭკორიას, შოთა ლომიას და ლუკა კობერიძეს არ უთამაშიათ. “კოლხეთს” სეფიაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, გოგონაია, კილასონია და ლემონჯავა აკლდნენ.

0.121912