ჩოგბურთი

16:47 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის ხუთსეტიანი მოგება

რეიტინგსიის მესამე ნომერ რაფა ნადალს ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გასასვლელად ამერიკელ ტიმ სმიჩეკთან ხუთსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია. 28 წლის მალიორკელმა კლასიფიკაციაში 112-ე საფეხურზე მყოფ სმიჩეკს 6:2, 3:6, 6:7 (2:7), 6:3, 7:5 მოუგო.

კორტზე ესპანურ-ამერიკულმა დაპირისპირებამ 4 საათსა და 14 წუთს გასტანა. კარიერის განმავლობაში რაფა და ტიმი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ნადალის აქტივში 7 ბრეიკი და 3 ეისია.

ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში გასასვლელად რაფა ებრაელ დუდი სელას შეხვდება, რომელმაც მეორე წრეში ჩეხ ლუკაშ როსოლს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114196