ლეგენდარულმა იტალიელმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის გუნდი თავისი მოსაზრებით შეადგინა. ფეხბურთელმა არჩევანი ინგლისურ გამოცემა “დეილი მეილს” გაანდო.
პირლომ გუნდში არ შეიყვანა თავისი თავი, აგრეთვე მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ალესანდრო ნესტა.
სრული გუნდი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები: კაფუ, ფაბიო კანავარო, პაოლო მალდინი, ფილიპ ლამი
ნახევარმცველები: ჯენარო გატუზო, ჩავი, პოლ სქოულზი
თავდამსხმელები: კაკა, ფილიპო ინძაგი, ლიონელ მესი