მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გენერალურმა მენეჯერმა ჟერომი ვალკემ განაცხადა, რომ ბრაზილიაში ფეხბურთის განვითარებისთვის ფიფა 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
აღნიშნული თანხა ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებული მოგების წილია. 100 მილიონი დოლარი ქალთა და კაცთა ფეხბურთის განვითარებას და იმ სათამაშო მოედნების რეკონსტრუქციას მოხმარდება, სადაც მუნდიალის მატჩები არ გაიმართა.
ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას, როგორც ოფიციალური პირები, აგრეთვე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აპროტესტებდა. მიზეზი კი ქვეყანაში არსებული გაუმართავი ფინანსური მდგომარეობა და გაჭირვება იყო. მუნდიალი სამხრეთ ამერიკაში პროტესტის ფონზე მაინც ჩატარდა. ფიფას აღნიშნული გადაწყვეტილება ბრაზილიისთვის ერთგვარი კომპენსაცია იქნება.