ფეხბურთი

23:32 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ყველაზე მეტად პროგრესირებს, “ბილბაო” – რეგრესირებს

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ – Marca-მ საინტერესო სტატისტიკური სტატია შემოგვთავაზა, რომელშიც ლა ლიგის კლუბების შარშანდელი და ამჟამინდელი მდგომარეობაა შედარებული პირველი წრის მიხედვით.

გასულ წელთან შედარებით, ყველაზე დიდი პროგრესი “ვალენსიამ” განიცადა, რომელსაც უკვე დაეტყო პიტერ ლიმის ხელი. “ღამურებს” შარშან ამ დროს მხოლოდ 23 ქულა ჰქონდათ აქტივში, ახლა კი, 15 ქულით მეტი აქვთ მოპოვებული.

ყველაზე შესამჩნევი რეგრესი “ბილბაოს” აქვს, რომელმაც პირველი წრე ძალიან სუსტად ჩაატარა. ბასკურ კლუბს ჩემპიონატის ნახევრის შემდეგ 19 აქვს აღებული, როდესაც გასულ წელს ამ დროისთვის 17 ქულით მეტი ეწერა სატურნირო ცხრილში.

იხილეთ კლუბების მდგომარეობა მიმდინარე და შარშანდელი ლა ლიგის პირველი წრის მიხედვით:

“რეალი” – 2
“ბარსელონა” – 6
“ატლეტიკო” – 9
“სევილია” + 9
“ვალენსია” + 15
“ვილიარეალი” + 1
“მალაგა” + 11
“ესპანიოლი” +1
“რაიო ვალეკანო” + 7
“სელტა” + 2
“სოსიედადი” – 13
“ბილბაო” – 17
“ხეტაფე” – 6
“ელჩე”- 1
“ალმერია” – 3
“ლევანტე” – 7
“გრანადა” - 9

შენიშვნა – მონაცემებში ასახული არაა “ეიბარის”, “დეპორტივოსა” და “კორდობას” შედეგები, რადგან ეს კლუბები გასულ სეზონში სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდნენ.

თეგებილა ლიგა
0.109042