ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ – Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
ჩემპიონატის განვლილი ნახევრის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელი მადრიდის “რეალიდანაა”, სადაინაც 4 მოთამაშეა წარდგენილი. 3 მოთამაშე მოხვდა “ბარსელონადან”, ხოლო “ვალენსიადან” და “ატლეტიკოდან” 2-2 მოთამაშე ფიგურირებს სიმბოლურში.
ლა ლიგის პირველი წრის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”);
მცველები: ხოსე ლუის გაია, ნიკოლას ოტამენდი (ორივე “ვალენსია”), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), სერხიო რამოსი (“რეალი”);
ნახევარმცველები: ისკო, ტონი კროოსი (ორივე “რეალი”), არდა თურანი (“ატლეტიკო”);
თავდამსხმელები: ნეიმარი, ლიონელ მესი (ორივე “ბარსელონა”), კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”).