ჩოგბურთი

11:30 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი მესამე წრეშია

33 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში იტალიელი სიმონე ბოლელის ოთხსეტიანი მატჩით ძლევის შედეგად გავიდა. რეიტინგში მეორე პოზიციაზე მყოფმა როჯერმა კლასიფიკაციის 48-ე ნომერ აპენინელს 2 საათსა და 11 წუთში მოუგო.

ბოლელის წინააღმდეგ თამაშისას ფედერერმა 5 ბრეიკი და 15 ეისი განახორციელა და სიმონესთან პირადი შეხვედრების ანგარიში 4:0 გახადა.

მესამე წრეში ფედერერი ჟერემი შარდისა და ანდრეას სეპის შორის მოგებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, მელბურნში მიმდინარე სადიდსლემო ტურნირის წლევანდელი საპრიზო ფონდი 40 მილიონი ავსტრალიური დოლარია, ფედერერს კი ეს შეჯიბრება 2004, 2006, 2007 და 2010 წლებში მოუგია.

0.116138