ჩოგბურთი

11:10 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო - კიდევ ერთი ოპერაცია

აშშ-ის ღია პირველობის 2009 წლის გამარჯვებული ხუან მარტინ დელ პოტრო ტრავმის გამო ავსტრალიაში არ ასპარეზობს. 26 წლის არგენტინელს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და გუშინ მარჯვენა ხელზე განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს. დელ პოტროს ქირურგიული მანიპულაცია მინესოტას შტატის როჩესტერის კლინიკის ექიმმა რიჩარდ ბერგერმა ჩაუტარა.

“ექიმის რეკომენდაციით ოპერაცია გამიკეთეს, რათა ტკივილის მიზეზი საბოლოოდ აღმოფხვრილიყო. სარეაბილიტაციო პროცესს 2 კვირაში დავიწყებ. კორტზე დასაბრუნებლად განსაკუთრებით მოტივირებული ვარ და ვოცნებობ ჩოგბურთის მაღალ დონეზე, ტკივილის გარეშე თამაშს”.

თეგებიდელ პოტრო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114813