ლონდონის “არსენალი” ესპანური “ვალენსიას” ფლანგელი მცველებით ხოსე ლუის გაიათი და ჟოაო პერეირათი დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, არსენ ვენგერს დაცვის ფლანგების გაძლერება სურს და “ღამურების” მცველები სასურველ ვარიანტებად მიაჩნია. ფრანგი სპეციალისტი მზადაა, რომ დუეტში 20 მილიონი ევრო გაიღოს.
სინგაპურელი მილიარდელის პიტერ ლიმის მოსვლის შემდგომ, “ვალენსიას” ფინანსურად აღარ უჭირს. ამიტომაც, გაიას გუნდიდან გაშვება ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან კლუბის ხელმძღვანელობა მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს.
სამაგიეროდ, საკმაოდ რეალურია პერეირას ტრანსფერი, რადგან პორტუგალიელ მცველს “ლოს ჩეს” რომელიმე გავლენიან პირთან (სავარაუდოდ ხორხე მენდეშთან) სერიოზული კონფლიქტი აქვს, რის გამოც გამოცდილი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” სამატჩო განაცხადში არცერთხელ მოხვედრილა. შაბათს ჟოაოს კონკურენტმა ანტონიო ბარაგანმა ტრავმა მიიღო და თუ ახლაც არ შეიცვალა მისი მდგომარეობა, ის აუცილებლად დატოვებს “მესტალიას”. პერეირას “ვალენსიასთან” მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ტრანსფერს უფრო რეალურს ისიც ხდის, რომ “მეთოფეებს” წამყვანი მარჯვენა მცველი მატიე დებუში ტრავმის გამო დიდი ხნით გამოაკლდათ და დიდი შანსია, ვენგერმა მისი შემცვლელი დაიმატოს.
ლონდონური კლუბი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ჯერ-ჯერობით არ აქტიურობს და არავინ დაუმატებია.