იტალიური მედიის ინფორმაციით, “რომას” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ურბი ემანუელსონი უახლოეს ხანში კლუბს შეიცვლის. 28 წლის ფეხბურთელი ბერგამოს “ატალანტაში” გადასვლასთან ერთ ნაბიჯზეა.
ემანუელსონი რომაულ კლუბს სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა გუნდისთვის სარგებლის მოტანა ვერ შეძლო. ფეხბურთელმა მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გარდა ემანუელსონისა, “მგლებს” დიდი ალბათობით თავდამსხმელი მარკო ბორიელოც დატოვებს, რომელიც თავის ყოფილ გუნდს “ჯენოას” შეუერთდება.