დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელი ლუის ადრიანო ადასტურებს, რომ იტალიური “რომა” მისი შეძენის სურვილს გამოთქვამს.
“სხვა კლუბში გადასვლა? “რომას” ინტერესის გარდა არცერთი შეთავაზება არ მაქვს. “შახტარი” გადაწყვეტს, რა მოხდება მომავალში. ახალი გამოწვევა კარგია, მაგრამ უკრაინაში, საყვარელ კლუბში დარჩენა უკეთესი იქნებოდა.” – განაცხადა “შახტარის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა.