ამერიკის სახელით მოასპარეზე ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველი მატჩი მოიგო. ანამ მსოფლიო რეიტინგის 101-ე ნომერი, 44 წლის იაპონელი კიმიკო დატე-კრუმი 2 სეტში 7:5, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. ანამ 3 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ტატიშვილის მომდევნო მეტოქე რეიტინგის 41-ე ნომერი, 25 წლის შვეიცარიელი ტიმეა ბაჩინსკი იქნება. შვეიცარიელმა პირველ წრეში სერბ ელენა იანკოვიჩს 6:1, 6:4 მოუგო.
ტატიშვილი და ბაჩინსკი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან.
აღსანიშნავია, რომ ანამ საკვალიფიკაციო ეტაპის 3 და ძირითადი ბადის ერთი მატჩი სეტისწაუგებად განვლო. ტატიშვილმა უკვე 60 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.