ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” მზადაა ფრანგ ფეხბურთელ ფრანსის კოკელინს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. 23 წლის ნახევარმცველს “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს.
კოკელინი “ჩარლტონში” გასული წლის 3 ნოემბერს გაანათხოვრეს, თუმცა “არსენალში” ჩვეულად მოხშირებული ტრავმიანობის გამო, არსენ ვენგერმა გადაწყვიტა ფრანგი გუნდში 12 დეკემბერს დაებრუნებინა. პრემიერლიგაში ჩრდილოლონდონელთა ბოლო 4 მატჩში კოკელინმა შეუცვლელად ითამაშა და ფრანგი სპეციალისტის ნდობაც დაიმსახურა.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ჯამში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფრანგი დაცვითი სტილის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა.