ფეხბურთი

12:14 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

იმობილე იტალიაში დაბრუნებას გამორიცხავს

იტალიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის “ბორუსიის” თავდამსხმელი ჩირო იმობილე გერმანული გუნდის დატოვებას არ აპირებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელით გაძლიერება “მილანს” სურს.

“დორტმუნდმა” თანხა გადაიხადა და მინდა ხელმძღვანელობას ნდობა დავუფასო. ლევანდოვსკი ტოპკლასის ფეხბურთელია, მაგრამ აქ საიმისოდ კი არ ვარ, გულშემატკივრებმა იგი დაივიწყონ, არამედ იმისთვის, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო. დავბრუნდები თუ არა იტალიაში? არა. ზაფხულში არჩევანი გავაკეთე და გუნდის დაოვება არ მინდა”, - განაცხადა “სკუადრა აძურას” თავდამსხმელმა.

მიმდინარე სეზონში “ტორინოს” ყოფილმა თავდამსხმელმა “დორტმუნდის” მაისურით ყველა ტურნირზე 20 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.112762