“ზესტაფონის” ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც დონეცკის “ოლიმპიკში” ისინჯება, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე გუნდში კიევში მიმდინარე მაკაროვის მემორიალზე კიდევ ორი მატჩი ჩაატარა.
დონეცკელებმა ჯერ პირველი ლიგის კიევის “დინამო 2”-ს 1:0 აჯობეს, ხოლო შემდეგ მეორე ლიგის კიევის ცსკა 2:0 დაამარცხეს.
20 წლის ქართველმა ფორვარდმა “დინამო 2”-თან პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო ცსკა-სთან ასევე სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.
“ოლიმპიკის” რიგების სასტარტო შემადგენლობის მეკარე ზაურ მახარაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა დინამოელებთან ითამაშა, ცსკასთან კი დაასვენეს.