ფეხბურთი

0:35 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკო “ტორონტოში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” შემტევმა ნახევარმცველმა სებასტიან ჯოვინკომ კარიერის ამერიკულ მლს-ში გაგრძელება გადაწყვიტა. 27 წლის ფეხბურთელმა კანადურ “ტორონტოსთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 10 მილიონ (!) დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯოვინკოს ტურინელებთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში გასდის, ამდენად, ოკეანის გაღმა თავისუფალი აგენტის რანგში გადაბარგდება.

რა გასაკვირია, რომ სებას კანადურ კლუბში 10-ნომრიანი მაისური აქვს გამზადებული.

0.105567