საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, რომელიც მინსკში ამხანაგურ ტურნირში იღებს მონაწილეობას, ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ირანელი თანატოლების დამარცხება მოახერხა. ერთადერთი გოლის ავტორი ნიკოლოზ ყურშავიშვილია, რომელმაც 23-ე წუთზე გაუტანა აზიელებს და “ჯვაროსნებს” გამარჯვება მოუპოვა.
“განვითარების თასზე” საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ირანთან, უკრაინასთან და ლატვიასთან ერთად იმყოფება.
ახალგაზრდა ქართველები 20 იანვარს უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 22-ში ლატვიას შეეტოქებიან.
საქართველო – ირანი 1:0 (1:0)
საქართველო: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ბერძენაძე, კობოური, ყურაშვილი (კუხიანიძე 66), ნინუა (სამურკასოვი 52), არაბიძე, კოხრეიძე (არველაძე 60), ბუღრიძე (კვანტალიანი 52), გვასალია (წულეისკირი 66).
მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
გოლი: ყურშავიშვილი 23.